Linux სისტემების ადმინისტრირება
აღწერა:

კურსი მოიცავს Linux და UNIX ოპერაციული სისტემის ადმინისტრირების შესწავლას. განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი აქვს ოპტიმიზაციის, დიდი ზომის ინსტალაციების მართვის და დაგეგმარების და ვირტუალიზაციის საკითხებს. კურსი მთლიანად გათვლილია მიღებული ცოდნის პრაქტიკულ რეალიზაციაზე.


მიღებული ცოდნით კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელმა უნდა შეძლოს მცირე და საშუალო ზომის სასერვერო ინფრასტრუქტურის დამოუკიდებელი ადმინისტრირება ან/და დიდი ინფრასტრუქტურის გარემოში ჯგუფში მუშაობას.


მსმენელები რომლებიც წარმატებით გაივლიან კურსს შეძლებენ Linux-სისტემების ადმინისტრირებას რეალურ გარემოში, შეძლებენ პრობლემების ბაზისური დიაგნოსტიკის ჩატარებას და პრობლემების აღმოფხვრას. დამოუკიდებლად შეძლებენ პატარა და საშუალო ზომის სასერვერო ინფრასტრუქტურის ადმინისტრირებას ან junior system administrator-ის პოზიციაზე მუშაობას დიდ ინფრასტრუქტურაში.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
კურსის ღირებულება: 1200 ლარი
იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.