ვებ ადმინისტრირება
აღწერა:

ვებ ადმინისტრატორი, ვებ მასტერი, კონტენტის მენეჯერი - ასე ეძახიან ხალხს რომლებიც მართავენ ვებ საიტების შინაარსობრივ ნაწილს. ვებ საიტებს სადაც მილიონობით მომხამრებელი შედის ინფორმაციის მისაღებად. ახალი ამბები, ვიდეო სიუჟეტები, აუდიო ფაილები, ფოტო მასალა და უამრავი სხვა არის კონტენტი, რომელიც ხარისხიანად უნდა იყოს განთავსებული ვებ საიტებზე, რათა ეს ინფორმაცია იყოს მარტივად მოსაძებნი, გამოყენებული, შენახული ან გაზიარებული. შედეგად, მსმენელი შეიძენს საფუძვლიან თეორიულ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს დღევანდელი ინტერნეტი, შეისწავლის ინსტრუმენტებს და მათი გამოყენების მარტივ მეთოდიკას, რომელიც ყოველდღიურად გამოყენება ვებ ადმინისტრირების სფეროში.


მსმენელი გაამყარებს უკვე არსებულ ცოდნას ისეთ ელემენტარულ საკითხებში, როგორიც არის ტექსტთან და სურათებთან მუშაობა და ამავდროულად გაიცნობს ახალ პრაქტიკებს საძიებო სისტემებისთვის ვებ საიტის ოპტიმიზაციისა და სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საკითხებში. მომხმარებელზე ორიენტირებული ვებ საიტი უნდა იყოს ყველა ვებ ადმინისტრატორის წარმატების მიზანი.

კურსის ხანგრძლივობა: 2 კვირა
კურსის ღირებულება: 450 ლარი
თემები:
  • შესავალი ინტერნეტის ისტორიაში, მიმდინარე სტატუსში და მომავალში
  • ტექსტური ინფორმაციის მართვა, ქართული ტექსტი და უნიკოდის სტანდარტი
  • HTML-ის ძირითადი ტეგების შესწავლა
  • სურათების რედაქტირება, ფორმატები და ფოტოშოპის შესავალი
  • ვიდეო მასალასთან მუშაობა, ფორმატები და კონვერტაცია
  • აუდიო ფაილების სამუშაო პრინციპები
  • სტატისტიკა და მისი მაჩვენებლების ანალიზი
იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.