ვებ დიზაინი
აღწერა:

სასწავლო კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ვებსაიტების მაკეტების პროფესიონალურ დონეზე დამზადება. საიტის შექმნა სტატიკური და ინტერაქტიული ელემენტების, usability -ის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით.


სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელი დაეუფლება პრაქტიკულ მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება თანამედროვე ვებრესურსების პროექტირებისას, ასევე გაეცნობა ვებტექნოლოგიების თანამედროვე ტენდენციებს.


კურსის მიზანია მსმენელს გამოუმუშაოს უნარი დამოუკიდებლად ან ჯგუფში მუშაობისას შექმნას თანამედროვე სტანდარტების, ინტუიტურად გასაგები, მაღალი სამომხმარებლო თვისებების მქონე კონკურენტუნარიანი ვებ საიტების ესკიზები.


კურსი მისცემს მსმენელს ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელიც საჭიროა ვებ დიზაინერად მუშაობისთვის.

კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე
კურსის ღირებულება: 1200 ლარი
თემები:
  • ვებ დიზაინის, როგორც გრაფიკული დიზაინის ნაწილის ძირითადი მცნებების და თანამედროვე ტენდენციების მიმოხილვა.
  • გრაფიკული რედაქტორ Adobe Photoshop CS6 -ის გამოყენება
  • სწორი ინფორმაციული არქიტექტურის ფორმირება
  • საიტის პროექტირების ეტაპების სწორი და სხვა
  • ტიპოგრაფიის ძირითადი საფუძვლების მიმოხილვა
  • ფერთა თეორიის მიმოხილვა
  • Usability (საიტის გამოყენების სიმარტივე) ძირითადი პრინციპები
  • სწორი ნავიგაციის პროექტირება
  • პროდუქტის (საიტის) საიტის ეფექტური პრეზენტაციის უნარი
იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.