ინტერფეისის დეველოპმენტი
აღწერა:

ინტერფეისის დეველოპმენტი მოიცავს HTML-ის და CSS-ის სრულყოფილ შესწავლას. ასევე კურსის ფარგლებში მსმენელი გაეცნობა Javascript-ის და Usability-ის საფუძვლებს. კურსის განმავლობაში მსმენელი მოახდენს შესწავლილი თეორიული მასალის პრაქტიკულ რეალიზაციას. მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს დახმარება ინსტრუქტორისგან ნებისმიერ დროს.


მსმენელი შეისწავლის გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობას, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, დროის ეფექტურ განაწილებას და კლიენტებთან ურთიერთობის პრინციპებს. კურსი მიზნად ისახავს, მისი დასრულების შემდეგ მსმენელმა შეძლოს დამოუკიდებლად დაამზადოს საიტი, გააღრმავოს მიღებული ცოდნა და დასაქმდეს.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
კურსის ღირებულება: 1200 ლარი
თემები:
  • სამუშაო გარემო
  • HTML-ის ძირითადი კომპონენტების ზოგადი მიმოხილვა
  • CSS-ის ძირითადი ფუნქცია და HTML-თან კავშირი
  • ფორმები და ცხრილები
  • CSS-ის მემკვიდრეობითობა და შესაბამისი მაგალითები
  • სურათის ტიპები და მათი დამუშავების მეთოდები
  • შესავალი Javascript-ში
  • ცვლადები, ლოგიკური და ციკლის ოპერატორები
  • Javascript-ის ივენთები და სელექტორები
  • JQuery
იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.