ინტერფეისის დეველოპმენტი მოიცავს HTML-ის და CSS-ის სრულყოფილ შესწავლას. ასევე კურსის ფარგლებში მსმენელი გაეცნობა Javascript-ის და Usability-ის საფუძვლებს. კურსის განმავლობაში მსმენელი მოახდენს შესწავლილი თეორიული მასალის პრაქტიკულ რეალიზაციას. კურსი მიზნად ისახავს, მისი დასრულების შემდეგ მსმენელმა შეძლოს დამოუკიდებლად დაამზადოს საიტი, გააღრმავოს მიღებული ცოდნა და დასაქმდეს.

ვებ დეველოპმენტის შესწავლის დასკვნით ნაწილს წარმოადგენს „ვებ პროგრამირება და მონაცემთა ბაზები“. კურსის შესასწავლად აუცილებელია მსმენელი ფლობდეს HTML-ს და CSS-ს საფუძვლიანად (ინტერფეისის დეველოპმენტი). სასურველია Javascript-ის და Usability-ის ცოდნა.

ვებ დიზაინის კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ვებსაიტების დიზაინის დამზადება პროფესიონალურ დონეზე. სასწავლო კურსის განმავლობაში, მსმენელი დაეუფლება პრაქტიკულ მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება თანამედროვე ვებრესურსების პროექტირებისას. კურსის შესწავლა მიმდინარეობს Adobe Photoshop - ის პროგრამის ბაზაზე.

ვებ ადმინისტრატორი, ვებ მასტერი, კონტენტის მენეჯერი - ასე ეძახიან ხალხს რომლებიც მართავენ ვებ საიტების შინაარსობრივ ნაწილს. ვებ საიტებს სადაც მილიონობით მომხამრებელი შედის ინფორმაციის მისაღებად. ახალი ამბები, ვიდეო სიუჟეტები, აუდიო ფაილები, ფოტო მასალა და უამრავი სხვა არის კონტენტი, რომელიც ხარისხიანად უნდა იყოს განთავსებული ვებ საიტებზე, რათა ეს ინფორმაცია იყოს მარტივად მოსაძებნი, გამოყენებული, შენახული ან გაზიარებული.

კურსი მოიცავს Linux და UNIX ოპერაციული სისტემის ადმინისტრირების შესწავლას. განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი აქვს ოპტიმიზაციის, დიდი ზომის ინსტალაციების მართვის და დაგეგმარების და ვირტუალიზაციის საკითხებს. მიღებული ცოდნით კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელმა უნდა შეძლოს მცირე და საშუალო ზომის სასერვერო ინფრასტრუქტურის დამოუკიდებელი ადმინისტრირება ან/და დიდი ინფრასტრუქტურის გარემოში ჯგუფში მუშაობას.

ინტერნეტ მარკეტინგი

სასწავლო კურსი „ინტერნეტ მარკეტინგი“ მოიცავს ინტერნეტ მარკეტინგის ძირითად დისციპლინებს, როგორებიცაა: იმეილ მარკეტინგი , სოციალური ქსელების მარკეტინგი , ვებსაიტის განვითარება , საძიებო სისტემების მარკეტინგი (SEO/SEM) და ინტერნეტ ანალიტიკა . კურსი განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც დაინტერესებულია ინტერნეტ მარკეტინგით და სურს, მიიღოს საფუძვლები ამ საინტერესო დარგის უფრო ღრმად შესასწავლად.