ტრენინგის შესახებ

  • კომპანია ITDC-ის მიერ, რომელიც ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე IT კომპანიაა საქართველოში, დაარსა ტრენინგ ცენტრი
  • ცენტრში მსმენელს შესაძლებლობა ექნება შეისწავლოს ვებ დეველოპმენტი თავად ITDC-ს გამოცდილი კადრებისგან
  • კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება თავისუფლად მოიძიოს სამსახური საქართველოში ან დასაქმდეს ე.წ. freelancer-ად და მიიღოს სხვადასხვა ტიპის შეკვეთები საზღვარგარეთ არსებული კომპანიებისგან

ინტერფეისის დეველოპმენტი მოიცავს HTML-ის და CSS-ის სრულყოფილ შესწავლას. ასევე კურსის ფარგლებში მსმენელი გაეცნობა Javascript-ის და Usability-ის საფუძვლებს. კურსის განმავლობაში მსმენელი მოახდენს შესწავლილი თეორიული მასალის პრაქტიკულ რეალიზაციას. კურსი მიზნად ისახავს, მისი დასრულების შემდეგ მსმენელმა შეძლოს დამოუკიდებლად დაამზადოს საიტი, გააღრმავოს მიღებული ცოდნა და დასაქმდეს.

ვებ დეველოპმენტის შესწავლის დასკვნით ნაწილს წარმოადგენს „ვებ პროგრამირება და მონაცემთა ბაზები“. კურსის შესასწავლად აუცილებელია მსმენელი ფლობდეს HTML-ს და CSS-ს საფუძვლიანად (ინტერფეისის დეველოპმენტი). სასურველია Javascript-ის და Usability-ის ცოდნა.

ვებ დიზაინის კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ვებსაიტების დიზაინის დამზადება პროფესიონალურ დონეზე. სასწავლო კურსის განმავლობაში, მსმენელი დაეუფლება პრაქტიკულ მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება თანამედროვე ვებრესურსების პროექტირებისას. კურსის შესწავლა მიმდინარეობს Adobe Photoshop - ის პროგრამის ბაზაზე.

ვებ ადმინისტრატორი, ვებ მასტერი, კონტენტის მენეჯერი - ასე ეძახიან ხალხს რომლებიც მართავენ ვებ საიტების შინაარსობრივ ნაწილს. ვებ საიტებს სადაც მილიონობით მომხამრებელი შედის ინფორმაციის მისაღებად. ახალი ამბები, ვიდეო სიუჟეტები, აუდიო ფაილები, ფოტო მასალა და უამრავი სხვა არის კონტენტი, რომელიც ხარისხიანად უნდა იყოს განთავსებული ვებ საიტებზე, რათა ეს ინფორმაცია იყოს მარტივად მოსაძებნი, გამოყენებული, შენახული ან გაზიარებული.

კურსი მოიცავს Linux და UNIX ოპერაციული სისტემის ადმინისტრირების შესწავლას. განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი აქვს ოპტიმიზაციის, დიდი ზომის ინსტალაციების მართვის და დაგეგმარების და ვირტუალიზაციის საკითხებს. მიღებული ცოდნით კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელმა უნდა შეძლოს მცირე და საშუალო ზომის სასერვერო ინფრასტრუქტურის დამოუკიდებელი ადმინისტრირება ან/და დიდი ინფრასტრუქტურის გარემოში ჯგუფში მუშაობას.

ინტერნეტ მარკეტინგი

სასწავლო კურსი „ინტერნეტ მარკეტინგი“ მოიცავს ინტერნეტ მარკეტინგის ძირითად დისციპლინებს, როგორებიცაა: იმეილ მარკეტინგი , სოციალური ქსელების მარკეტინგი , ვებსაიტის განვითარება , საძიებო სისტემების მარკეტინგი (SEO/SEM) და ინტერნეტ ანალიტიკა . კურსი განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც დაინტერესებულია ინტერნეტ მარკეტინგით და სურს, მიიღოს საფუძვლები ამ საინტერესო დარგის უფრო ღრმად შესასწავლად.

დიდი ხანია უკვე რაც ვებ დეველოპმენტს ვეწევი და ამ სფეროში ვმუშაობ, ალბათ 10 წელიწადზე მეტი იქნება. შესაბამისად ხშირად მეკითხებიან "სად შეიძლება საიტების კეთება ვისწავლო?", ამ კითხვაზე კი არასდროს პასუხი არ მაქვს, რადგან საქართველოში ჩემი აზრით არ არსებობს ისეთი დაწესებულება სადაც არამცთუ მაღალ, არამედ ნორმალურ დონეზე მაინც შეგასწავლიან "საიტების კეთებას". აგრეთვე ვფიქრობ რომ დროა უკვე გაიხსნას ასეთი სასწავლებელი, სადაც მსმენელი არა მარტო ვებ პროგრამირებას, არამედ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, ისწავლის როგორიცაა Usability, Accessibility, SEO და ა.შ.

გაიგე მეტი »

ინტერნეტის  მომხმარებელი მეტად სულსწრაფია. მას სულ აგვიანდება და სწორედ ამიტომ ის მუდმივად სადღაც ჩქარობს. საშუალოდ, მომხმარებელი ტექსტური გვერდის წასაკითხად 20 წამამდე თუ აყოვნებს, იშვიათად რომ მან სრულად წაიკითხოს იგი.

გაიგე მეტი »

ITDC მუდმივად ეძებს ახალგაზრდა, მოტივირებულ ვებ დეველოპერებსა და სისტემურ ადმინისტრატორებს.

გაიგე მეტი »